თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია რუსეთ-საქართველოს აგვისტოს 13 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“13 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ბოლო ომიდან.
ქართველმა ვაჟკაცებმა თავი შესწირეს საქართველოს თავისუფლებას, ჩვენს მომავალს!
უყოყმანოდ დადეს თავი სამსხვერპლოზე სამშობლოსათვის ბრძოლაში, ბრძოლაში, რომელიც არ დასრულებულა და ახლაც გრძელდება.
ბოლო დღეებში რუსეთის მიერ გავრცელებული განცხადება სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს კვლავ დაჩოქების მცდელობა.
რუსეთი კვლავ ცდილობს ჩვენს ქცევას იმპერიის “დაჩად” – სააგარაკო გუბერნიად, სადაც ივლიან დასასვენებლად, “ხაჩაპურისთვის”..
ამ შავბნელ პერსპექტივას თავს დავაღწევთ მხოლოდ ბრძოლით. სხვანაირად ტყუილად დაღვრილად იქცევა 13 წლის წინ და საერთოდ საუკუუნეების მანძილზე, არაერთ ბრძოლის ველზე დაქცეული სისხლი.
დიახ, დიდება გმირებს, მაგრამ არ შეიძლება სიტყვით ვადიდოთ და უმოქმედობით ჩრდილი მივაყენოთ მათ ხსოვნას, გმირები უნდა ვადიდოთ ჩვენი ბრძოლით, შეურიგებლობით!”, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.