spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – დროა, ყველა მიხვდეს, რომ პრობლემა არა სახელი და გვარი, არამედ მსგავსი ტიპის სისტემის არსებობაა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია მასთან დაკავშირებით თბილისის მერის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

“კალაძისთვის არაფორმალური მართვა, მმართველობის მისაღები და მიღებული ფორმაა, ისევე როგორც კორუფცია არის მისი, როგორც მმართველის არსებობის წყარო.

 

კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ე.წ. “ახალ მენეჯმენტსაც” დიდი ხანია, შემუშავებული აქვს მესიჯბოქსი, რომ მე თითქოს ვარ ნაწყენი, არჩევნების შედეგების გამო, თითქოს ეს არის ჩემი და ათასობით თანამოაზრის უკმაყოფილების მიზეზი და არა არაფორმალური მართვა და პარტიაში დემოკრატიული პროცესის არსებობის შესაძლებლობის ანულირება. ამას მოხერხება უნდა, შეიმუშავო მესიჯბოქსი, რომელსაც ოცნება ტირაჟირებს…

 

არაფორმალური მართვა, მმართველობის რუსული სტილია;

 

ვინც რუსულ მმართველობაში პრობლემას ვერ ხედავს, ამ მმართველობის სტილს პარტიაში აკოპირებს, ვისაც მხოლოდ არაფორმალური მმართველის სახელისა და გვარის შეცვლა უნდა და არა მანკიერი სისტემის რეალური დემონტაჟი, ვისაც ხალხის გარეშე უნდა და წარმოუდგენია მართვა, ყველა ერთია, ივანიშვილიც, მერაბიშვილიც და კეზერაშვილიც, ზოგი ხაბეიშვილს დაარქმევს თავმჯდომარეს და ზოგი ღარიბაშვილს პრემიერს, ისე კი რასაც სურთ იმას დაუძახებენ…

 

დროა, ყველა მიხვდეს, რომ პრობლემა არა სახელი და გვარი, არამედ მსგავსი ტიპის სისტემის არსებობაა”, – წერს მელია.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnick.melia.165%2Fposts%2Fpfbid0nhLMXeYFaqdhSapWpeLGFt8SiowMULx4dsrAG4C1pvhLvWKgUvBhdJLXhDGYfCrol&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”751″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

 

კახა კალაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება დიდი ხანია, მიმდინარეობს.

 

“დაიწყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მელიას გამოაგდებდა ხაბეიშვილი. გამზადებული ჰყავდათ მელია, რომ პარტიიდან გამოერიცხათ, ამ შემთხვევაში მან დაასწრო. ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა. ძალიან კარგად იცის, რომ ლევან ხაბეიშვილი მარტო არ მოქმედებდა, ასევე, ვინ იდგა მის უკან. როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, სააკაშვილი რატომ არ ახსენდება, თუ მართლაც სწორად ფიქრობს და სწორი დამოკიდებულება აქვთ?“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები