spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ეს ადამიანი ღირსეულად დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს თავისი ამხანაგების – ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით!

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

 

ნიკა მელიას თქმით, ასეთ სამძიმარს, ჯობდა, ღარიბაშვილს სამძიმარი საერთოდ არ ეთქვა.

 

“33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

 

პრემიერადწოდებული ღარიბაშვილი შეურაცხყოფს გმირებს – ამბობს, რომ ისინი პარტიამ  წაიყვანა ომში! თუმცა, სხვაგვარად მას ვერც წარმოუდგენია, არ ესმის და ვერც გაიგებს რა არის თავისუფლების წყურვილი და რა ძალამ შეიძლება წაიყვანოს ადამიანი ფრონტის წინა ხაზზე. როგორ უნდა გაიგოს, ან როგორ უნდა ესმოდეს ეს, როდესაც მას ბატონის მსახურების მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ცხობრებაში! 

 

დიახ, გმირები ბრძოლის ველზე დაეცნენ, იმიტომ, რომ იცოდნენ ვინ არის მტერი და იცოდნენ როგორ მოიპოვება თავისუფლებაა! საქართველოში დღეს არის “მშვიდობა” არა იმიტომ რომ რუსული ოცნების მთავრობა არის კეთილგონიერი, არამედ იმიტომ რომ  უკრაინელი და ქართველი გმირები, რუსეთს უკრაინაში არა მხოლოდ აკავებენ, არამედ ამარცხებენ. 

 

პრემიერად წოდებულმა, მხოლოდ მას შემდეგ რაც საზოგადოების აღშფოთება და რისხვა იწვნია, მხოლოდ სამი დღის შემდეგ მიუსამძიმრა გმირების ოჯახებს.

 

ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები. გმირები პრაქტიკულად დაადანაშაულა, პრაქტიკულად დაამადლა სამხედრო პატივით დახვედრა! ქართველი გმირების სახელებიოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში. 

 

ეს ადამიანი კი ასევე ღირსეულად დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს თავისი ამხანაგების – ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის გვერდით! დიდება გმირებს!”, – წერს მელია. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები