spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ეს არ არის ის საქართველო, რომლისთვისაც თაობებს უბრძოლია

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მხოლოდ სახელწოდება დარჩა, ეს არ არის ის საქართველო, რომლისთვისაც თაობებს უბრძოლია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის”  ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს აქცია იყო მცირე  პროექტის მცირე ნაწილი.

“ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მხოლოდ სახელწოდება დარჩა, ეს არ არის ის საქართველო, რომლისთვისაც თაობებს უბრძოლია. ბევრჯერ დადასტურებულა, სხვა ხელისუფლების პირობებში, წინა ხელისუფლების და მის წინა ხელისუფლების პირობებშიც, თბილისი გამოდის და ძალიან მტკივნეულად, ძალიან ემოციურად და ძალიან სამართლიანად რეაგირებს, როცა ფიზიკურად ძალადობს პოლიცია, ან პოლიციისმაგვარი ადამიანები, ან უბრალოდ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ხალხი.

როცა თქვენ დაინახეთ, რომ ბავშვებზე, დედებზე, ქალებზე ისინი რაოდენობრივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფები ძალადობდნენ დილის 7:00 საათზე, რამდენი დედა, მამა, ბებია და ბაბუა გამოხვედით დღეს აქ, ჭავჭავაძის გამზირზე. ასე იქნება მომავალშიც, გამარჯვება მოპოვებულია. ეს იყო მცირე პროექტი, რომელიც თვალნათლივ დავინახეთ ყველამ, რომ თუ ძალიან, ძალიან ბევრი ვიქნებით, რაზეც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ, ხელისუფლება მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩიდან კი არ დაიხევს უკან, უკან დაიხევს ხელისუფლებიდან, ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ქუჩაში, რადგან ჩვენ არ ვართ სპეცრაზმელები, გაწვრთნილი ხალხი, რომლებიც ყაზარმაში ცხოვრობენ, ავარჯიშებენ, რომ მოქალაქეებს გაუსწორდნენ, ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები