ეს არის მარათონული პროცესი, სადაც ენერგიულობას, გამძლეობას, მოტივაციას, რწმენას, თავდაჯერებას აქვს ძალიან დიდი ფასი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არცერთი სხვა თაობა მსგავსი ისტორიული გამოწვევის წინაშე არ მდგარა.
“ეს არის მარათონული პროცესი, სადაც ენერგიულობას, გამძლეობას, მოტივაციას, რწმენას, თავდაჯერებას აქვს ძალიან დიდი ფასი და მე პირადად, როგორც ერთ მოქალაქეს, მიხარია, რომ ამ ოთხი თვის განმავლობაში საზოგადოება სულ უფრო და უფრო ენერგიული ხდება და სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ამ სახელმწიფოს ბედის მჭედელი თავად ხდება და როდესაც ეს მოცემულობა მკაფიო ხდება, ქართველი ხალხის დამარცხება გამორიცხულია.
არცერთ სხვა თაობას მსგავსი ისტორიული გამოწვევის წინაშე დგომა ჯერ არ მოუწია და ახლა გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ბრძოლა ის არის, რაც ქვეყანას სჭირდება. ეს პროცესი არის ერთადერთი პროცესი, რომელიც ქვეყანაში ადგენს დღის წესრიგს. ვერაფერი და ვერავინ ადგენს დღის წესრიგს, გარდა ამ ხალხისა, როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესში, ასევე საგარეო საკითხებშიც”, – განაცხადა ნიკა მელიამ.