spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ეს პროცესი დასრულდება გამარჯვებით, იმიტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას როგორც წარსულის, ასევე, აწმყოს და მომავლის წინაშე

ჩვენ გვჯერა, დღევანდელი დღე, დღევანდელი არაორდინარული საპროტესტო შეკრება იქნება ალბათ, ერთ-ერთ ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ ინტენსიური, შეუჩერებელი, მძლავრი, მზარდი საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღარ არის დარდის დრო, აწი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა.

“ძალა არის ქართველ ხალხში. ჩვენ გვჯერა, დღევანდელი დღე, დღევანდელი არაორდინარული საპროტესტო შეკრება იქნება, ალბათ, ერთ-ერთ ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ ინტენსიური, შეუჩერებელი, მძლავრი, მზარდი საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით. ჩვენ უნდა ვარყიოთ ის, სანამ არ ჩამოვანგრევთ და ქუჩა, გამზირი არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი ახლა ჩვენს ხელთ და ეს პროცესი აღარ შეჩერდება. ეს პროცესი დასრულდება გამარჯვებით, იმიტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას როგორც წარსულის, ასევე, აწმყოს და მომავლის წინაშე. ცივა? მერე რა. გაწვიმდება? მერე რა. აცივდება? მერე რა. შეფერხება შევუქმენით ერთმანეთს? თბილისის ქუჩები გადაიკეტება?! გასაგებია, მაგრამ იმაზე დიდი შეფერხება, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ქმნის, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ექნება. ამიტომ უმჯობესია ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში. მაშასადამე, გელოდებით მეგობრებო, ყველას ამ ლოკაციაზე. ამ ნაბიჯების გადადგმის დღე დღეს იყო, მაგრამ ეს დღე პირველი დღეა და არა უკანასკნელი“,  – განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან უწყვეტი პროტესტი დაიწყო. ადგილზე გაშალეს კარვები და ღამე გაათენეს. დღეს, 20:00 საათის შემდეგ “კოალიცია ცვლილებისთვის” სამოქმედო გეგმის ახალ დეტალებს გამოაცხადებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები