spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ეს უწყვეტი წინააღმდეგობა დაიწყო და მიზნად ისახავს ხელისუფლების იძულებას, რომ ახალი არჩევნები ქვეყანაში ჩაინიშნოს

25 რიცხვი არ არის თარიღი, სადაც წერტილი ესმება ამ პროცესს, ასეთი მოლოდინი არავინ უნდა გაიჩინოს, ეს უწყვეტი წინააღმდეგობა დაიწყო და მიზნად ისახავს ამ ხელისუფლების იძულებას, რომ ახალი არჩევნები ქვეყანაში ჩაინიშნოს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი არის შენარჩუნდეს ორი მისია, ეს არის უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა და რეალური საპარლამენტო ბოიკოტი.

“25 რიცხვი არ არის თარიღი, სადაც წერტილი ესმება ამ პროცესს, ასეთი მოლოდინი არავინ უნდა გაიჩინოს, ეს უწყვეტი წინააღმდეგობა დაიწყო და მიზნად ისახავს ამ ხელისუფლების იძულებას, რომ ახალი არჩევნები ქვეყანაში ჩაინიშნოს. 25 ნოემბერი მნიშვნელოვანი თარიღია, მაგრამ არ უნდა ითქვას, რომ 25 ნოემბერს რაღაც დასრულდება. უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა დაწყებულია და უფრო ძლიერად შევა ეშხში, ამას შენელება არ უწერია და ამ საპროტესტო მოძრაობაში, რაც უფრო კოორდინირებული იქნება ოპოზიციური პარტიები, ვინც ბარიერი გადალახა, მიუხედავად გაყალბებული არჩევნებისა, მისასალმებელია. ჩვენთვის მთავარი არის შენარჩუნდეს ორი მისია, ეს არის უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა და რეალური საპარლამენტო ბოიკოტი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები