გლდანის ციხესთან აქციების გამართვა არის ბროლის ოცნება „ქართული ოცნების“, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ, – ამის შესახებ „ნაციონალურმა მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, გლდანის მე-18 დაწესებულებასთან აქციის გამართვა პროვოკაციად აღიქმება.
“იქ, სადაც კრიმინალები, ძალიან მძიმე დამნაშავეები ჰყავთ, „კანონიერი ქურდები“ ჰყავთ, იქ შეიყვანეს ახლა მიხეილ სააკაშვილი. იქ ახლა აქციის გამართვა არის ბროლის ოცნება „ქართული ოცნების“, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და მერე რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ ტანზე. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხი აქედან არცერთმა ჩვენგანმა არ მოვიცვალოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას განცხადებით, უწყვეტი აქციები მოეწყობა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე და იუსტიციის სახლთან.