spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა მელია – გულუბრყვილო მოლოდინი და ილუზიები არ მაქვს, თუმცა სამოქალაქო თანხმობას შანსი უნდა ჰქონდეს

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

 

როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილთან ბევრი საკითხი განიხილა.

 

“შეხვედრის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა საკითხზე ვისაუბრეთ. გამოსავალიც სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. რეჟიმი რისი რეჟიმია, თუ თავისი ხელით შეიმცირებს ძალაუფლებაში ყოფნის ვადას ან დროს”, – განაცხადა მელიამ.

 

მისივე თქმით, პროცესი მნიშვნელოვანია, თუმცა “გულუბრყვილო მოლოდინი არ აქვს”.

 

“თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად უმცირეს შანსს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ, ჩემი და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.

 

სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე მოცემულ დროში გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას, ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება. არა უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგ, ვინც ვართ რეჟიმის მოწინააღმდეგეები. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს განცდა არჩევნებისადმი. არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ. სხვანაირად გაგვიჭირდება”, – განაცხადა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები