spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – თუ იმას დავუშვებდით, რომ ამ მასშტაბის გაყალბება იქნებოდა, მეც არ წავიდოდი არჩევნებზე

არის ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც ამბობენ, რომ წინასწარ რატომ არ თქვით თუ გაყალბდებოდაო, მაგრამ ჩვენ თუ იმას დავუშვებდით, რომ ამ მასშტაბის გაყალბება იქნებოდა, მეც არ წავიდოდი არჩევნებზე, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის ახლა პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა ყველაზე მტკივნეული.

“ბევრი სამუშაოა გასაწევი. ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ მტკიცებულებები იქნება დღის სინათლეზე გამოტანილი, თუმცა ლეგიტიმაციის მიცემა პარლამენტისთვის, ჩემთვის, ძალიან მტკივნეულია.

გუშინ ორ კითხვას გავეცით პასუხი რუსთაველის გამზირზე – რომ კვლავ ვართ მხნედ, როგორც ვიყავით და მეორე – პარლამენტში არავინ არ შევა. სიებიც ჩასახსნელია. თუ ადამიანმა არ დაიჯერა და 100%-იანი გარანტია არ ექნება, რომ ჩვენ რასაც ვამბობთ იმასვე ვგულისხმობთ, ის რუსთაველზე არ მოვა და მართალიც იქნება.  არაა აუცილებელი, რომ სიების ჩახსნაზე გადაწყვეტილება ერთ დღეში მიიღონ.

არ შემიძლია, არ ვთქვა – არის ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც ამბობენ, რომ წინასწარ რატომ არ თქვით თუ გაყალბდებოდაო, მაგრამ ჩვენ თუ იმას დავუშვებდით, რომ ამ მასშტაბის გაყალბება იქნებოდა, მეც არ წავიდოდი არჩევნებზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები