გაერთიანება არ უნდა იყოს ხელოვნური, – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია “სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიცირებული პროევროპული გაერთიანების შექმნის შესახებ.
მელიას თქმით, თუ გაერთიანების შექმნა საჭირო გახდება, “ნაციონალური მოძრაობა“ მის ეპიცენტრში იქნება.
“ოპოზიციური ერთობა ჩვენ გვინახავს და არაერთხელ. ამ პროცესში ძალიან დიდი როლი შეასრულა თავად “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ამიტომ იქ, სადაც ქვეყნის ინტერესი მოითხოვს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას, ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობა” იყო, არის და იქნება ეპიცენტრში. გაერთიანება არ უნდა იყოს ხელოვნური“, – განაცხადა მელიამ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, პროევროპულ მოძრაობაში გაერთიანების შესახებ კონსულტაციები ყველა ოპოზიციურ ძალასთან მიმდინარეობს. მოძრაობაში გაერთიანება შეეძლებათ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.