ეს სინქრონიზებული გადაწყვეტილებაა – აქ კობახიძის ბრიფინგი და იქ პუტინის ნახევარ საათში გავრცელებული განცხადება, გასაგებია, რომ შეთანხმებით იყო, ამიტომ, ხალხი იღებს ძალაუფლებას ხელში, ეს პროცესი აღარ შეჩერდება, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
“უკან დასახევი გზა არც ერთ მხარეს აღარ აქვს – არც ხალხს და არც ივანიშვილს პუტინთან ერთად. ეს სინქრონიზებული გადაწყვეტილებაა – აქ კობახიძის ბრიფინგი და იქ პუტინის ნახევარ საათში გავრცელებული განცხადება, გასაგებია, რომ შეთანხმებით იყო, ამიტომ, ხალხი იღებს ძალაუფლებას ხელში, ეს პროცესი აღარ შეჩერდება. იქ, სადაც არის ხალხის წრფელი პროტესტი, გამორიცხულია უკან დახევა.
ან რუსეთი ან საქართველო და ევროპული მომავალი, ან პუტინი, ან ქართველი ხალხი, ან მოსკოვი ან თბილისი – ეს არის, რა დილემის წინაშეც ვდგავართ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.