“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, 14:00 საათზე საპროტესტო აქცია სპორტის სასახლესთან, 14:00 საათზე გაიმართება.
“გამარჯვება იქნება გარდაუვალი. რუსული ფული ამ ქვეყანაში ვერ იშრიალებს და ვერც რუსული ფულით შენარჩუნებული ხელისუფლება ეყოლება ამ ქვეყანას. არაფერი დღეს არ დაწყებულა, არც გუშინ. გრძელდება განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოსთვის. საქართველოს სახელმწიფო ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ. ხვალ, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან გელოდებით და ასე ყოველ დღე გეტყვით სად ვიქნებით”, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.