კიდევ ერთი და ორი ახალი რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართველ ხალხს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიულმა მსოფლიომ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო.
“დემოკრატიულმა მსოფლიომ თავისი გადაწყვეტილება მიიღო, ქართველმა ხალხმაც თავისი გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარეობს ამ გადაწყვეტილებების აღსრულება ხალხის მიერ. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური პარტნიორების და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები და ქმედებები იქნება შემუშავებული, მაგრამ სურათი უკვე ნათელია – კენჭი ნაყარია. კიდევ ერთი და ორი ახალი რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართველ ხალხს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.