spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – მიუხედავად უზარმაზარი წარმატებებისა, არაერთი გიგანტური ნაბიჯის გადადგმისა განვითარებისკენ, ბუნებრივია, იყო გადაცდომები

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ ძალოვან სტრუქტურებზე საკმარისი კონტროლის მექანიზმი არ იყო.

 

“აკაკი ბობოხიძეს აქვს საკუთარი მოსაზრება. “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ არ იყო საკმარისი კონტროლის მექანიზმი ძალოვან სტრუქტურებზე, მიუხედავად უზარმაზარი წარმატებებისა, მიუხედავად არაერთი გიგანტური ნაბიჯის გადადგმისა განვითარებისკენ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფუნქცია შეიძინა ქვეყანამ, მაგრამ ბუნებრივია, იყო გადაცდომები, ამაზე საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი, ამაზე ვსაუბრობდი მეც, კონკრეტულად აკაკი ბობოხიძის შეფასება მისი შეფასებაა, ის იყო ხელისუფლების ნაწილი, მან უკეთ იცის რას საუბრობს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

“ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, “იყო ავტორიტარიზმი, ძალაზე დამყარებული წესრიგი, ჩვენ ვცდილობდით, წესრიგისთვის შეგვეჩვია ქართველი ხალხი არა აღზრდის, არამედ მოთხოვნის გზით“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები