ბარიერგადალახული კოალიციური პარტიები ქმნიან უკვე ერთ მთლიან კოალიციას, რომელიც ხალხთან ერთად, საბოლოო ჯამში, მოიპოვებს რეზულტატს და ეს არჩევნები იქნება ანულირებული, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ღია ეთერში.
“ბარიერგადალახული კოალიციური პარტიები ქმნიან უკვე ერთ მთლიან კოალიციას, რომელიც ხალხთან ერთად, საბოლოო ჯამში, მოიპოვებს რეზულტატს და ეს არჩევნები იქნება ანულირებული.
მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება, ამას საზოგადოება უახლოეს პერიოდში იხილავს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ღია ეთერში. ფარულობა, როგორც მთავარი პრინციპი, რომელიც არის კონსტიტუციაში გაწერილი, არის მთლიანად დარღვეული და შესაბამისად, ყველა ტიპის ღონისძიება იქნება გამართული ამ ქვეყანაში სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის თავყრილობა, მიტინგი დაარქვით, აქცია დაარქვით, ხალხმრავალი შეკრებები იქნება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.