spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – მთავარია, ყველას გვჯეროდეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ერთი ცალი მანდატი 26 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანია

მთავარია, ყველამ დავიჯეროთ, რომ ცვლილება შესაძლებელია, მთავარია, ყველას გვჯეროდეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ერთი ცალი მანდატი 26 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ამ მანდატს ექნება იმაზე მეტი წონა მომავალში, ვიდრე  აქამდე ჰქონია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილს ნიჰილიზმი აქვს, რაც წარსული მარცხის შედეგია.

“მთავარია, ყველამ დავიჯეროთ, რომ ცვლილება შესაძლებელია, მთავარია, ყველას გვჯეროდეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ერთი ცალი მანდატი 26 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ამ მანდატს ექნება იმაზე მეტი წონა მომავალში, ვიდრე  აქამდე ჰქონია.

უნდა ითქვას, რომ ნიჰილიზმის მიზეზი მოქალაქეებს აქვთ, რასაც ვაკვირდები, ნიჰილიზმი უფრო გამოცდილ ხალხს აქვს, ვიდრე ახალგაზრდა ამომრჩეველს, ვინაიდან, ბევრმა ადამიანმა წარუმატებლობის ისტორია დაიწერა თავისი თავისთვის.

რაც შეეხება ქარტიას, ჩვენ ვართ ხელმომწერები და კონსულტაციები, რომ გაიხსნება, მივიღებთ მონაწილეობას და ვეცდებით, რომ შევასრულოთ დადებითი როლი. თუ შესაძლებელი გახდება, რომ არჩევნებამდე ქარტიის პუნქტი რეალიზდეს, ჩვენ ამას მივესალმებით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები