spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ორ ოქტომბერს თბილისს “ქართული ოცნება” წააგებს და შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით დამარცხდება

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კახი კალაძე წააგებს.

 

მისივე განმარტებით, ოპოზიციური პარტიების გადასაწყვეტია, შემოუერთდებიან თუ არა მათ საერთო ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. 

 

“მე ეჭვია არ მეპარება, რომ თბილისში “ქართული ოცნება” მიმდინარე არჩევნებზე დამარცხდება. ორ ოქტომბერს თბილისს “ქართული ოცნება” წააგებს და შესაბამისად, “ქართული ოცნება” მთელი ქვეყნის მასშტაბით დამარცხდება.

 

მე საერთო ოპოზიციური კანდიდატი არც გლდანში ვყოფილვარ, მაგრამ გლდანში გამარჯვება მოვიპოვეთ ხომ? ბუნებრივია, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების გადასაწყვეტია ამ ერთობას შემოუერთდებიან თუ არა. ვინც არ შემოუერთდება წარმატებას ვუსურვებ მათ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები