ორი გამოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, ან უნდა გააძლიეროს შეტევები ევროპელი კოლეგების წინააღმდეგ, ან უნდა მიიღოს ეს რეკომენდაციები, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს, – ამის შესახებ „ნაციონალიური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს ამ 2 კვირაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გამოიხატონ ევროპარლამენტის მიერ გაჟღერებული რეკომენდაციების შესრულების მზადყოფნა.
“შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა 24 ივნისამდე, მიუხედავად ამ სამწუხარო, მაგრამ სამართლიანი შეფასებებისა, ეს ორი კვირა, სწორად გამოსაყენებელი ვადა არსებობს, რომ დარწმუნდნენ გადაწყვეტილების მიმღებები, რომ ხელისუფლებამ ეს რეკომენდაციები გაითვალისწინა და მინიმუმ იმპულსები გამოიჩინა“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, 2 კვირის განმავლობაში შესაძლებელია ნიკა გვარამიას გათავისუფლება და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
“შეცდომაში გაჯიუტება არის პირველ რიგში მათთვის მომაკვდინებელი, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო ადრე თუ გვიან მაინც მიაღწევს თავის ისტორიული მისწრაფებებს, ამაზე მკაფიო გზავნილი რა უნდა ეთქვათ დასავლეთიდან, დიახაც, ხალხი და სახელმწიფო იმსახურებს, მაგრამ სერიოზული პრობლემები გვაქვს ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.