spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – პატრულის თანამშრომლები არიან ამ რუსული სისტემის საყრდენები, აბსოლუტურად ყველას საქმე მათი “დასმენით” იკერება!

გომელაურის მიერ შექმნილია დანაშაულებრივი ჯაჭვი, რომლის ბოლო და ყველაზე ამორალური, ბინძური რგოლი არის პატრულის თანამშრომელი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა მელია წერს.

მისივე თქმით, პატრულის თანამშრომლები არიან რუსული სისტემის საყრდენები.

“გომელაურის მიერ შექმნილია დანაშაულებრივი ჯაჭვი, რომლის ბოლო და ყველაზე ამორალური, ბინძური რგოლი, არის პატრულის თანამშრომელი, რომელსაც ნაწამებ ადამიანს გადასცემენ, მანქანაში უსვამენ და მოწმედ უშვებენ სასამართლოში, საერთოდ რომ არ შესწრებია, ისეთ ეპიზოდთან დაკავშირებით, მიდის პატრული სასამართლოში და მის წინ მდგომი, ნაწამები ადამიანის შესახებ, წინასწარ შეთითხნილ ცრუ ჩვენებას აძლევს.

პატრულის თანამშრომლები (ვითომ ყველაზე ზრდილობიანები და უდანაშაულოები), არიან ამ რუსული სისტემის საყრდენები, აბსოლუტურად ყველას საქმე მათი “დასმენით” იკერება!”, – წერს ნიკა მელია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები