ღრმად არასერიოზული საკითხია ცესკოს ეს განცხადება. განმარტებასაც აზრი არ აქვს, ეს არავის არ აინტერესებს. ფაქტი ჯიუტია, 300 ათასამდე ხმა აბსოლუტურად დაუმსახურებლად მიაკუთვნეს “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ცესკო მთლიანად მიკუთვნებული აქვს ბიძინა ივანიშვილს.
“ღრმად არასერიოზული საკითხია ცესკოს ეს განცხადება. თავად უნდა განმარტონ, მაგრამ განმარტებასაც აზრი არ აქვს, ეს არავის არ აინტერესებს. ფაქტი ჯიუტია, 300 ათასამდე ხმა აბსოლუტურად დაუმსახურებლად მიაკუთვნეს “ქართულ ოცნებას”, ამით მოიპარეს ქვეყნის მოსახლეობის ევროპული მომავალი და ამასთან შეგუებას არავინ არ აპირებს. ცალკეული განცხადებები ამ ინსტიტუტის, რომელიც მთლიანად მორჩილებაში არის ოლიგარქის, არის აბსოლუტურად უინტერესო ჩემთვის”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცესკომ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებებთან დაკავშირებით.