ძალიან სამწუხაროა, ამ დროს, მაღალი ტრიბუნიდან მოწოდებული ოპოზიციური მოლაპარაკების ისეთი მოლოდინით დაწყება და ისე დამთავრება, როგორც გუშინ ვიხილეთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია წერს.
“ბოლო რამდენიმე თვე ჩემი დროის უდიდესი ნაწილი გავატარე ველზე, ვხვდებოდი ხალხს, ხალხს რომელსაც უნდა ცვლილება და სჯერა მისი.
მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ხალხს სჯეროდეს პოლიტიკოსების, მათი პასუხისმგებლობის და მანდატის, რომელსაც მათ ჩააბარებს, სჯეროდეს რომ მათ სურთ სისტემური ცვლილება და არა ვინმეს სადმე ჩანაცვლება.
ძალიან სამწუხაროა, ამ დროს, მაღალი ტრიბუნიდან მოწოდებული ოპოზიციური მოლაპარაკების ისეთი მოლოდინით დაწყება და ისე დამთავრება, როგორც გუშინ ვიხილეთ.
პროცესის მიმართ მოლოდინისა და საჯაროობის ასეთი გაზრდის ფონზე, მის ყველა მონაწილეს მეტი პასუხისმგებლობა მართებდა.
მიუხედავად უხერხულად მძიმე შედეგისა, ვუსურვებ წარმატებას, პასუხისმგებლობასა და ცვლილებაში წვლილის შეტანას, მის თითოეულ მონაწილეს.
ამ ქვეყანაში მომავალი, არის ხალხის, ცვლილება გარდაუვალია და დადგება 26 ოქტომბერს”, – წერს მელია.
გახარია-ხაზარაძეს შორის საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.