spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა მელია – ქალბატონი სალომეს იმედზე არ ვაპირებთ ყოფნას

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ვერც ადამიანური და ვერც პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ იქნება გამართლებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

 

მისი თქმით,  კრიტიკულად მძიმე  სიტუაციის შეცვლა ქვეყნის პრეზიდენტს შეუძლია, მაგრამ ამას არ აკეთებს. 

 

“ქალბატონმა ზურაბიშვილმა გააკეთა ორივე მხრივ არასწორი განცხადებები, ამას იგი ძალიან მალე მიხვდება, არც ადამიანური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით,  ზურაბიშვილის განცხადებები ვერ და არ იქნება გამართლებული. მას აქვს ის შესაძლებლობა,  რომ ქვეყანას აარიდოს კიდევ უფრო არასტაბილური განვითარების პერსპექტივა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. თხელ ყინულზე დადის დღეს მთელი ერი, როდის ჩატყდება არავინ იცის,  და ამ დროს სალომე ზურაბიშვილს აქვს ეს უფლება,  რომ მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინოს სიკვდილს და აკეთებს არაადამიანურ და პოლიტიკურად გაუმართლებელ განცხადებებს.

 

მე აღარ ვიმედოვნებ, რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომეს იმედზე არ ვაპირებთ ყოფნას, მაგრამ თუ კი ვინმე ამ განცხადებებით დაზიანდება, ეს იქნება, თავად ზურაბიშვილი“, – განაცხადა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები