spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს არ ეძლევათ ის ფუფუნება, რომელიც ჩვენ გვაქვს

ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს არ ეძლევათ ის ფუფუნება, რომელიც ჩვენ გვაქვს. როდესაც სისტემის ფუნდამენტური ცვლილება გინდა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ბევრი ახალი ადამიანი და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ეს შევძელით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთპარტიული ამოცანა გახლავთ ცვლილებები და სიახლე.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთპარტიული ამოცანა გახლავთ ცვლილებები და სიახლე, რომელსაც, რა თქმა უნდა, თან ახლავს კომპეტენცია და კვალიფიკაცია. ჩვენი ამოცანა არავითარ შემთხვევაში არ გახლავთ ამ შემთხვევაში, რომ სისტემა ჩავანაცვლოთ, სისტემა არის შესაცვლელი და როდესაც სისტემის ფუნდამენტური ცვლილება გინდა, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ბევრი ახალი ადამიანი და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ეს შევძელით, მოხარულები ვართ, რომ არანაირი სხვა პოლიტიკური ინტერეს-ჯგუფის გავლენა არ არსებობს. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს არ ეძლევათ ის ფუფუნება, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

26 სექტემბერს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერებმა საარჩევნო სია წარადგინეს.  საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხიაა. საარჩევნო სიაში არიან: ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, თენგიზ თევზაძე, ცოტნე კობერიძე, გიორგი კირთაძე, ივანე ჭყონია, ხათუნა სამნიძე, ოქტაი ქაზუმოვი, მაია კოპალეიშვილი, ბორისი ყურუა, ანა გოგოლაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გიორგი იმედაშვილი, ელენე ხოშტარია, სოფია გოლეთიანი, მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე, თორნიკე ბიკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები