“ქართულმა ოცნებამ” გუშინ დატოვა დასავლური სივრცე და პრაქტიკულად აღიარა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“სულ რამდენიმე დღის წინ, გახსოვთ ალბათ, ჩვენ გითხარით, რომ “ქართული ოცნება”, ოლიგარქია უნდა ჩაბარდეს წარსულს. აი უკვე, გუშინვე, “ოცნებამ” თავად აღიარა, რომ ის ბარდება წარსულს. შეშინებულები, აცახცახებულები, კარს მომდგარი დამარცხების წინაშე, “ოცნებამ” მიიღო ის გადაწყვეტილება გუშინ, რომელიც მიიღო. მაგრამ, ეს არ ცვლის არანაირ გეგმებს ჩვენს დღის წესრიგში. არანაირი მნიშვნელობა, ძალა არა აქვს “ქართული ოცნების” სურვილს, გამოვიდეს დაწესებული 43%-იანი ბარიერის ვალდებულებიდან. ეს არის აბოლუტურად ამაო.
ძალიან მოკლედ და კონკრეტულად მინდა გითხრათ: გუშინ, “ქართულმა ოცნებამ” დატოვა დასავლური სივრცე და პრაქტიკულად აღიარა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი. “ოცნებამ” გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. კიდევ უფრო მკაფიო გახდა, თუ რასთან გვაქვს საქმე დღეს ჩვენ თანამედროვე საქართველოში. კიდევ უფრო ნათელი გახდა, თუ რა არჩევნების წინაშე დგას ქართველი ერი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის, ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის და უკვე დამარცხებული “ქართული ოცნების” გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არანაირი სიტყვა არავინ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებული, რომელიც მიმართულია არჩევნებზე. ეს არის “ქართული ოცნების” ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს “ოცნებას” საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში. ეს არის ცხადზე უცხადესი.
მეგობრებო, სიმართლე და ძალა არის ჩვენს მხარეს. რიცხოვნობა არის ჩვენს სასარგებლოდ, მაშ რაშია საქმე? რწმენაშია საქმე? სად არის რწმენა? – რწმენაც აქ არის, თითოეულ ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. მომავლის გადმოსახედიდან შევხედოთ დღევანდელ ყოფას. საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ გვაქვს უფლება, ოდნავ მაინც დავუშვათ, რომ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვლება ჩვენი პასიურობით. “ქართული ოცნება” მიუხედავად მათი მცდელობისა, ამას ვერ განახორციელებს, რადგან ამაყი, ღირსეული ქართველი ერი ამას არ დაუშვებს. მეასე და მეორასე ხარისხოვანია დღეს ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, დღეს ერი უნდა გაერთიანდეს ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე. ძალიან ცხადად დაინახა “ოცნებამ”, რომ ის მარცხდება ამ არჩევნებში, მისი გენერალური მდივანი თბილისში ახლოსაც ვერ მიუალოვდება დაწესებულ 43%-იან ბარიერს. მნიშვნელობა არ აქვს “ოცნება” აღიარებს თუ არა 43%-იან პრინციპს, ჩვენ გავალთ რეფერენდუმზე, დავამარცხებთ მას და იძულებულს გავხდით, ჩაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ მას ნაკლებად ვკითხვათ ჩვენ რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ ჩანიშნავს თუ არა ვადამდელს, რადგან ამ არჩევნებს ჩანიშნავს ქართველი ხალხი”, – აცხადებს ნიკა მელია.