spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე

ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე, კალაძე-ივანიშვილის მიერ  დაქირავებული ნებისმიერი “ტიტუშკა”, ბუნებრივია, ისტორიულ მისწრაფებებს ვერ აღმოფხვრის, – მის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

“ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე და ივანიშვილის რეჟიმი არ არის განსხვავებული ამ მხრივ. ტრაგედია ის არის, რომ ყველა ხელისუფლება ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ასე იქცეოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, თუმცა, წელს, 26 ოქტომბერს დასრულდება არა მხოლოდ “ქართული ოცნება”, არამედ დასრულდება ყველა ის პოლიტიკური, მანკიერი პრაქტიკა, რასაც უარსებია ამ ქვეყანაში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში და გაიმარჯვებს კოალიცია.

შეუძლებელია, ეს ქვეყანა ივანიშვილმა გადააქციოს პროვინციალურ ფეოდალიზმად. შეუძლებელია, ამ ქვეყანაში ხალხის ნება არ აისახოს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებში. ეს არის გარდაუვალი, ამ ყველაფერს სჭირდება რწმენა და კალაძე-ივანიშვილის მიერ დაქირავებული ნებისმიერი  “ტიტუშკა”, ბუნებრივია, ისტორიულ მისწრაფებებს ვერ აღმოფხვრის”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას გუშინ  სამტრედიაში საარჩევნო ოფისის გახსნისას ახალგაზრდა მამაკაცი თავს დაესხა და სახის არეში დაარტყა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები