spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – რამდენიმე ჩვენმა თანამებრძოლმა ნიღაბი ჩამოხსნეს ამ “ტიტუშკებს” და აღმოჩნდნენ მოქმედი ან ყოფილი პოლიციელები

არჩევნების მიტაცების შემდეგ გუშინ ვიხილეთ, რომ ღია საბჭოთა რეპრესიები დაიწყო ე.წ. ხელისუფლებამ “ომონის” ჩართულობით. ჩვენმა თანამებრძოლმა ნიღაბი ჩამოხსნეს ამ “ტიტუშკებს” და აღმოჩნდნენ მოქმედი ან ყოფილი პოლიციელები, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი  გლდანის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი მირიან ქავთარაძე იყო.

“ერთი კვირა გავიდა, რაც ე.წ. ხელისუფლებამ ღიად განაცხადა, რომ ის აჩერებს სვლას ევროპისკენ და ერთი კვირა გავიდა, რაც ქართველებმა თქვეს, რომ ბრძოლა არის შეუჩერებელი. ასობით ათასი ადამიანი ჩაერთო შეუპოვრობის ისტორიული ფურცლის დაწერაში.

არჩევნების მიტაცების შემდეგ გუშინ ვიხილეთ, რომ ღია საბჭოთა რეპრესიები დაიწყო ე.წ. ხელისუფლებამ “ომონის” ჩართულობით, დააკავა ნიკა გვარამია მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც იურისტს, უნდოდა ჩხრეკას დასწრებოდა.

გუშინ, გვიან ღამით სასტუმროში შეკრების შემდეგ მოხდა “ტიტუშკების” მობილიზება სამოქალაქო  ფორმაში ჩაცმული ადამიანების და მოხდა თავდასხმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე. რამდენიმე ჩვენმა თანამებრძოლმა ნიღაბი ჩამოხსნეს ამ “ტიტუშკებს” და აღმოჩნდნენ მოქმედი ან ყოფილი პოლიციელები. ერთ-ერთი იყო გლდანის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი მირიან ქავთარაძე. ამიტომ, ყველა ის “ტიტუშკა”, რომელიც ნიღაბშია, სინამდვილეში არის “ომონელი” პოლიციელი.

სასტიკადაა ნაცემი საბა სხვიტარიძე მხოლოდ იმიტომ, რომ მან “ტიტუშკას” წინააღმდეგობა გაუწია. ესაა რეალობა, რომელიც გუშინ საათობრივად ახალ სიმაღლეებს იპყრობდა.

ეს პროცესი არის სახელმწიფოებრივი, მომავლისთვის ბრძოლაა და ყველა ვართ საკუთარი სინდისის კარნახით.

თავისუფალ საქართველოს და თავისუფალ ნებას ვერავინ აღუდგება წინ, შევხვდებით რუსთაველზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები