spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა მელია – რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, უკან დახევის ეშინია

მწირი ცნობებიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ  მდგომარეობა უმძიმესია. რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, უკან დახევის ეშინია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით წერს.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელი უკრძალავს ადვოკატებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის აქცენტირებას.

“რის დემონსტრირებას ცდილობს რეჟიმი მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯით?

მხოლოდ იმის, რომ მისთვის  ბევრად ფასეულია რეჟიმის მსახურის შეწითლებული ყურ-ლოყა და განცდილი ტკივილი, ვიდრე ჩვენი, მისი მოწინააღმდეგეების  სიცოცხლე?

რეჟიმს აფრთხობს ყველა პრინციპული ადამიანის არსებობა და მათი გატეხით ცდილობს საკუთარი შიშების გაქარწყლებას.

მზია ამაღლობელი უკრძალავს მის ადვოკატებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აქცენტირებას; თუმცა მწირი ცნობებიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ  მდგომარეობა უმძიმესია.

რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, უკან დახევის ეშინია, სისუსტის ჩვენება ჰგონია სიცოცხლისა და სიმართლის მხარეს ყოფნა.

მზია ამაღლობელი უნდა გადარჩეს.

უნდა გადარჩეს მისი სიცოცხლე და მისი გაუტეხლობა!”, – წერს ნიკა მელია.

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. დაკავების დღიდან ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები