რისი არ გჯერა კალაძე, 1500-მდე ფრთოსანი რაკეტებია მშვიდობიან მოსახლეობაზე დაცემული ამ ერთი თვის განმავლობაში, თუ იმისი არ გჯერა, რომ მარიუპოლში დღესაც შვილები იღუპებიან?! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს არის უკიდეგანო ნაძირლობა, როდესაც იცი რა ხდება, მაინც სხვა კომენტარს აკეთებ.
„ეს არის უკიდეგანო ნაძირლობა, როდესაც იცი რა ხდება, რომ იქ მიდის ეთნიკური წმენდა, გენოცოდი და მაინც აკეთებ სხვა კომენტარს. იმიტომ რომ შენი პოლიტიკური პოზიციები არ დასუსტდეს, კალაძე და ოხანაშვილი რასაც საუბრობენ, ეს ადამიანები ჩემთვის არიან უკბილო ნაძირლები. უკიდეგანო სისასტიკეა, აუცილებელი არაა მოკლა ადამიანი ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით…
რისი არ ჯერა კალაძეს, არცერთი მათი სიტყვის არ მჯერა უკრაინაშიო, ასე რომ მიაძახა?! რისი არ გჯერა კალაძე, 1500-მდე ფრთოსანი რაკეტებია მშვიდობიან მოსახლეობაზე დაცემული ამ ერთი თვის განმავლობაში, თუ იმისი არ გჯერა, რომ მარიუპოლში დღესაც შვილები იღუპებიან? ნაძირალას კალაძე ამას იმიტომ ამბობს, რომ კორპუსები ააშენოს“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, არ არსებობს დანაშაული, რომელსაც ეს ადამიანები არ ჩაიდენენ და არ გაამართლებენ.