დღეს, 20:00 პარლამენტთან, ვაპროტესტებთ მიზეზს და არა შედეგს!, – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
“რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს კი ღიად პრორუსული ხელისუფლება მართავს, ზუსტად ესაა მიზეზი, რასაც შედეგად მოჰყვება ყველაფერი რუსული: კანონი, თვითმფრინავი, სახელმწიფოს მართვის სტილი….
რუსულ კანონს ევროპაში არ იღებენ, რუსული თვითმფრინავები ევროპაში არ დაფრინავენ, ოლიგარქები ევროპაში ქვეყნებს არ მართავენ!
საქართველოს ისტორიული არჩევანი ევროპაა, საქართველოს მომავალი ევროპაა!”, – წერს მელია.