spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – საარჩევნო ამოცანაა, რომ ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს

მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ადვილი პროცესი, მიხარია, რომ პასუხისმგებლობა საკმარისად აღმოგვაჩნდა თითოეულ ჩვენგანს და ვუპასუხეთ იმ დაკვეთას, რომელიც საზოგადოებასა და მათ შორის ჩვენს ამომრჩეველში არსებობს, – ამის შესახებ პარტია “ახალის” თანათავმჯდომარემ ნიკა მელიამ “დროასთან” და “გირჩი – მეტი თავისუფლებასთან” გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისივე თქმით, კოალიციის სახელი საზოგადოებისთვის ცნობილი მალე გახდება.

 

“მჯეროდა, რომ რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციური ცენტრი უნდა შექმნილიყო და ეს ბევრად ეფექტური იქნებოდა – ამ სამი პარტიის ერთად ხილვა ჩვენთვისაც დამატებითი მოტივაციის მომცემია და დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებზე შედეგები იქნება ძალიან მაღალი. ძალიან სერიოზულ წვლილს შევიტანთ საერთო ოპოზიციურ ყულაბაში, რაც საბოლოო ჯამში, გამარჯვებით დასრულდება.

 

ჩვენთვის მართლაც მთავარი რამდენიმე პრინციპია, მათ შორის – ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ოპოზიციურ ველზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მომხდარიყო უზრუნველყოფა, რომ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო, რასაც სჭირდებოდა ოპოზიციური პლატფორმების გამსხვილება.

 

საარჩევნო ამოცანა არის შესასრულებელი, რომელიც გულისხმობს, რომ ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს”, – განაცხადა მელიამ.

 

მისივე თქმით, პარტია “ახალი”, სანამ პარტია “დროასთან” და “გირჩი – მეტი თავისუფლებასთან” გაერთიანდებოდა, არ შექმნილა დაბალი ამბიციით, რომელიც ბარიერის გადალახვას გულისხმობდა – “გვქონდა ამბიცია, რომ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ შექმნილი ეს მოჯადოებული წრე უნდა გარღვეულიყო”.

 

“გარისკვის ფუფუნება არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს და მეტიც, ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ბარიერს კი არ ეჭიდავება, არამედ ძლიერ ოპოზიციურ ცენტრს აყალიბებს და სხვა რამდენიმე პლატფორმასთან ერთად იბრძვის “ქართული ოცნების” დასამარცხებლად. ვფიქრობ, ამ ამოცანას ჩვენ ვუპასუხეთ.

 

მოლაპარაკებების პროცესი და ზოგადად, პოლიტიკური პროცესი დინამიურია, განსაკუთრებით არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, მოვლენები სწრაფად ვითარდება – შევთანხმდით შინაარსზე, ფორმასა და სტრატეგიაზე, პარტიები და საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში მოლაპარაკებების კვალდაკვალ – იქნება დამატებითი სიახლეები სხვა პარტიებთან დაკავშირებით?! – დამატებით ჩავაყენებთ საზოგადოებას საქმის კურსში. უბრალოდ, როგორც კი ჩვენ, სამი პარტია შევთანხმდით, საზოგადოებას ეს უნდა გაეგო.

 

სამწუხაროდ, დაინტერესებული პირები ყოველთვის მოიძებნებიან, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, პროცესი ისე წარმოაჩინონ, თითქოს პარტიები კი არ შევთანხმდით – ვერ შევთანხმდით. ვიღაცები სამწუხაროდ, ვიწროპარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ვფიქრობ, ძალიან დიდი საფუძველი გვაქვს, ვიყოთ მოხარულები და კიდევ უფრო მოტივირებულები, რომ ძალიან სწრაფად დავიწყოთ საარჩევნო ბრძოლა/კამპანია.

 

რაც შეეხება “ლელოს” – ყველასთან მზად ვართ მომავალში გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ნურავინ წარმოაჩენს, რომ ჩვენსა და “ლელოს” ან თუნდაც “ევროპულ საქართველოს” შორის არის სტრატეგიული შეუთანხმებლობა – არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხში არის თანხმობა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები