spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – სალომე ზურაბიშვილი ხალხის ინტერესს ასახავს და განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩასაშლელად მივდიოდით კახეთში, ველისციხეში, გახსოვთ ეს შეტაკება, წრფელი გულით მჯეროდა, რომ ის ინაუგურაცია იმ დღეს არ უნდა ჩატარებულიყო, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ორბელიანების სასახლესთან განაცხადა.

“სალომე ზურაბიშვილი ხალხის ინტერესს ასახავს და განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში. ცხოვრება რას არ გიმზადებს ადამიანს, სიმართლე უნდა ვთქვათ, როდესაც სალომე ზურაბიშვილის პირველი დღე იყო, მისი ინაუგურაცია, იმ ინაუგურაციის ჩასაშლელად მივდიოდით კახეთში, ველისციხეში. გახსოვთ ეს შეტაკება. წრფელი გულით მჯეროდა, რომ ის ინაუგურაცია იმ დღეს არ უნდა ჩატარებულიყო, ბევრი მიზეზის გამო. დღეს, ფორმალურად მისი ბოლო დღეა, თუმცა დარჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად იქამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ ჩატარდება. მთავარია, ხალხის ინტერესს ასახავდე, ეს სიყვარული მან დაიმსახურა“, – განაცხადა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები