spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის სხვა წევრები საკანონმდებლო ორგანოში ფორმალურად რჩებიან, რათა პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემა მიიღოს. 

 

“რაც შეეხება პარლამენტს, ის თავყრილობა, რომელიც იმართება, დაცლილია ლეგიტიმაციისგან და მე პირადად, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე გადავდივარ ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად, უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად.

 

ამავე დროს, ჩემი უმორჩილესი თხოვნით და პრინციპული პოზიციით, მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს, ისინი ამ ეტაპზე დარჩნენ ტექნიკურად, ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი  პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ “ქართულ ოცნებას”. თუკი ამაზეც ხელი აიღეს, რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ, ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება  ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი”- აცხადებს მელია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები