spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ერთობა, საარჩევნო ამოცანა ამ ეტაპზე შესრულებულია

ჩვენ პასუხისმგებლობა აღმოგვაჩნდა, გადავდგით თანმხვედრი ნაბიჯი, ვუპასუხეთ იმ მოთხოვნასა და დაკვეთას, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობდა. შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ერთობა, საარჩევნო ამოცანა ამ ეტაპზე შესრულებულია, – ამის შესახებ “ახალის” თანათავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

 

“მე მოხარული ვარ, რომ შედგა ის ერთობა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ არც ერთ ჩვენგანს ცხადად არ წარმოგვედგინა. ჩვენ პასუხისმგებლობა აღმოგვაჩნდა, გადავდგით თანმხვედრი ნაბიჯი, ვუპასუხეთ იმ მოთხოვნასა და დაკვეთას, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობდა. 

 

არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ისე წარმოაჩინონ ეს ამბავი, თითქოს, რაღაც  ვერ შედგა და მე კი ვფიქრობ, რომ შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ერთობა, საარჩევნო ამოცანა ამ ეტაპზე შესრულებულია. მე მქონდა ხედვა, რომ ერთიანი სია არ იქნებოდა წარმატებული ფორმულა, მაგრამ ამავე დროს, მიმაჩნდა პირველივე დღიდან, რომ გამსხვილებები პოლიტიკურ ცენტრებში იქნებოდა ძალიან საჭირო და აუცილებელი. საკითხის დასმა, რომ ჩვენ ვერთიანდებით ერთი ელექტორატის გარშემო, ეს არ არის სწორი.

 

ამოცანა გვქონდა ორი – ერთი მხრივ, არჩევანის შესაძლებლობა ჰქონოდა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს და მეორე – მაქსიმალურად მინიმალიზებული ყოფილიყო რისკი, რომ ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები