spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – შეუძლებელია მე მივიღო ეს ამნისტიის აქტი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ არ აპირებს 20 ივნისის ამნისტია მიიღოს. 

 

მისი თქმით, ამ ამნისტიით ხელისუფლებამ მოძალადეები პატრიოტ მოქალაქეებს გაუთნაბრა.

 

“20 ივნისის ამნისტია დასულდა ისე როგორც ველოდი, მოძალადეები შეიწყალეს და  ახლა უნდათ, რომ ნიკა მელია ადგეს და სასამართლოში მიიღოს ეს მოწყალება, ახლავე ვეუბნები, თქვენი ეთერით, რომ ნუ დაიღლიან თავს, ნუ შეიწუხებენ ზედმეტი კითხვების დასმისგან, შეუძლებელია მე მივიღო ეს ამნისტიის აქტი იმდაგვარად, რომ ჩემი ნება იყოს გამოხატული. 

 

თითქოს მე თანხმობა უნდა განვაცხადო საპროცესო გარიგებაზე, ეს არაა ამნისტიის აქტი, კონკრეტული კითხვა უნდა დასვას მოსამართლემ ბატონო ნიკა, თანახმა ხართ თუ არა… ეს კითხვა უნდა დაისვას, პასუხი იქნება რა თქმა უნდა, არა”, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 9 სექტემბერსაა ჩანიშნული 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები