spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – სულ მალე წარვადგენთ საპარლამენტო სიას, სადაც ადამიანები ხვდებიან ცოდნით, კვალიფიკაციით, ბრძოლით, გამოცდილებით

ნიკას სვლა ახალი ბრძოლის და ამ ქვეყანაში ახლებური პოლიტიკის დასაწყისია, რომელიც აუცილებლად უკეთეს, ევროპულ პოლიტიკურ სისტემამდე მიგვიყვანს! – ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტის სიაში არყოფნასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებას.

“ნიკა გვარამიამ გააკეთა განცხადება, რომ არ იქნება კოალიციის საპარლამენტო სიაში, რომელიც ახსნა თავისი მოტივაციით – არსებობდეს პოლიტიკაში მეტი სივრცე ახალი ადამიანებისათვის, ადამიანებისათვის რომლებიც არასდროს ყოფილან პოლიტიკაში, მით უმეტეს მართვასა და ხელისუფლებაში.

მისი ეს მოტივაცია და ხედვა არსებობდა ჩვენი პარტიის “ახალის” ჩამოყალიბების ეტაპზე, როგორც საფუძველი პარტიის შექმნის, ასე დაიწყო პარტია, ასე მოეწყო მისი სტრუქტურა, ასე მოვედით აქამდე და ასევე ერთად გავაგრძელებთ სვლას წინ.

თუ რამე სჭირდება დღეს ქართულ პოლიტიკას, სჭირდება სიტყვისთვის ფასის და ხალხისათვის რწმენის დაბრუნება;

სჭირდება ხალხი, რომელსაც წარსული კი არ ყოფს, მომავალი აერთიანებს.

“კოალიცია ცვლილებისათვის” საარჩევნო ნომრით 4, არა მხოლოდ ამბობს ამას, არამედ ადასტურებს ქმედებით, ნიკა ამას ადასტურებს თავისი საქციელით. შეუძლებელია პატივი არ ვცე მის ამ გადაწყვეტილებას და არ მივიჩნიო ქართული პოლიტიკისათვის მაგალითის მიცემად:

როგორც სიტყვის და დაპირების საქმედ ქცევა, როგორც ახალი მომავლით დაკავშირებული ადამიანებისათვის სივრცის გახსნა და როგორც “მე”- ს ნაცვლად “ჩვენ”- ის ყველაზე წინ დაყენება ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში.

ჩვენ არ ვიბრძვით ვინმეს სადმე ჩასანაცვლებლად, გვინდა სისტემის ფუნდამენტური ცვლილება და ყოველთვის მზად ვართ, ეს ცვლილება დავიწყოთ საკუთარი თავით, ვიდგეთ წინ ნებისმიერ ბრძოლაში და ვიდგეთ ყველაზე უკან, ამბიციებისა და ეგოების ჭიდილში.

ჩვენ სულ მალე წარვადგენთ საპარლამენტო სიას, სადაც ადამიანები ხვდებიან ცოდნით, კვალიფიკაციით, ბრძოლით, გამოცდილებით.

საქმით ვადასტურებთ, რომ გზა პოლიტიკისა და პარლამენტისკენ უნდა გადიოდეს, ღირსებასა და პრინციპულობაზე და არა უღირსობას და უპრინციპობაზე, ფულსა და კულუარულ მოლაპარაკებაზე, როგორც, სამწუხაროდ, ბევრი მიეჩვია ქართულ პოლიტიკაში.

მომავალი თქვენია! პოლიტიკოსი უნდა ჩადგეს ხალხის სამსახურში და არა პირიქით! ნიკას სვლა კი ახალი ბრძოლის და ამ ქვეყანაში ახლებური პოლიტიკის დასაწყისია, რომელიც აუცილებლად უკეთეს, ევროპულ პოლიტიკურ სისტემამდე მიგვიყვანს!” – წერს მელია სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები