spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – თუ პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია არჩევნების გადადებით, ამაზე უნდა ისაუბრონ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თუ პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ “ლოქდაუნის“ დაწესებით ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ. 

 

“დღის განმავლობაში ვკარგავთ 60-მდე ადამიანს. თუ პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ „ლოქდაუნის“ დაწესებით ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ.

ამ ეტაპზე ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა გვითხრან, საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენონ, თუ როგორია მათი ხედვა, როგორია მათი პროგნოზი საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით”, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

მისივე თქმით, ხელისუფლება ვითარებას კორონავირუსთან მიმართებაში პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებდა.

 

“ხელისუფლება სამწუხაროდ, იყენებდა ვითარებას კორონავირუსთან მიმართებაში პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებდა გადაწყვეტილებას და არარეალურ ნაბიჯებს დგამდა.

 

ამ წუთის მდგომარეობით არის სრული ვაკუუმი და პრაქტიკულად სიბნელეში დგამენ ნაბიჯს დაამ სიბნელეში ხელების ფათურით დღის განმავლობაში ვკარგავთ 60-მდე ადამიანს. 

 

ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი ინფორმაციით,  ვეღარ უძლებს წნეხს და არის სერიოზული აზრთასხვადასხვაობა ხელისუფლებას და ეპიდემიოლოგებს შორის”, – განაცხადა მელიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები