ამ სახელმწიფოს ბედი ჩვენი პარტნიორების მეშვეობით გადაწყდება ამ ქალაში, ამ ქვეყანაში. ცხადზე უცხადესია, რომ ეს პროცესი სრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. აქ ვერ იფრიალებს რუსეთის დროშა, – ამის შესახებ “ახალის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია აქციის მონაწილეებით.
“ამ სახელმწიფოს ბედი ჩვენი პარტნიორების მეშვეობით გადაწყდება ამ ქალაში, ამ ქვეყანაში. ცხადზე უცხადესია, რომ ეს პროცესი სრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. აქ ვერ იფრიალებს რუსეთის დროშა, ვერ იფრიალებს სხვა სახელმწიფოს დროშა. ამ ქვეყანაში იფრიალებს ამაყი ქართული დროშა.
ასი ათასობით ადამიანი ქუჩაში რომ გამოვიდა, ჯერ კიდევ დასაწყისია. ერთ მშვენიერ დღეს გამოვა მთელი თბილისი და არამხოლოდ თბილისი და დასრულდება ივანიშვილის ეს არალეგიტიმური ხელისუფლება. მას ეშინია ამ მშვიდობიანი დემონსტრანტების, მას ეშინია აი, ამ დროშებით შეიარაღებული, მომღერალი, ლაღი ახალგაზრდების და სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების.
აქ ყველას ერთმანეთი უყვარს, ამ მოედანზე, ამ ქუჩებში. ვეღარ დაერქმევა თბილისის ქუჩებს რუსი საბჭოთა მოღვაწეების სახელები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.