თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს, თუმცა პარტიის წევრად დარჩება.
ამის შესახებ მელიამ “მთავარი არხის” ეთერში, “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.
“მე მიმაჩნია, რომ როდესაც ხარ თბილისის არჩეული მერი, პარტიულ თანამდებობას არ უნდა იკავებდე, მე მგონია, რომ არ უნდა იყო პარტიულ თანამდებობაზე, ეს არ ნიშნავს, რომ პარტიული ნიშანი უნდა დაკარგო და პარტიაში არ უნდა დარჩე, მაგრამ თანადებობაზე არ უნდა იყო, რადგან გინდა-არ გინდა, სუბიექტური ხარ. ერთის მხრივ, ხარ არჩეული მერი და მეორეს მხრივ, ხარ პარტიის თავმჯდომარე, არასწორია.
ჩემთვის გაცილებით მეტია თბილისი, ეს პასუხისმგებლობა და ის ბრძოლა, რაშიც შევედი, ვიდრე პოლიტიკა, განსაკუთრებით პარტიული პოლიტიკა. ვერ წარმომიდგენია, ვიყო თბილისის არჩეული მერი და ვიყო პარტიის თავმჯდომარე, უბრალოდ შეუძლებელია”, – განაცხადა მელიამ.