spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა მელია – ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა ამ პარლამენტსა და მოცემულობაში, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი

ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა ამ პარლამენტსა და მოცემულობაში, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი, – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.

 

“ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, აკანონებს ძალაუფლების უზურპაციას, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას, არ იღებს უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტებს, დემოკრატიული პროცესის ჩასაშლელად მიმართავს საბოტაჟს, არ ქმნის საგამოძიებო კომისიებს, მეტი ძალაუფლების მოსახვეჭად იღებენ კანონებს, ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, აფერხებენ ევროინტეგრაციის სასიცოცხლო პროცესს და ცდილობენ, ჩააგდონ კანდიდატის სტატუსის მიღება, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი.

 

შეგახსენებთ “ქართული ოცნების” იმ დეპუტატების მხარდაჭერა, რომლებმაც მარტში მიიღეს “რუსული კანონი”, აუცილებელია ვიცე-სპიკერის პოსტის დასაკავებლად”, – წერს მელია.

 

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები