spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა.

ის საგამოძიებო კომისიაზე 11 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა.

ამ ეტაპზე უცნობია, გადაიხდის თუ არა მელია გირაოს.

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები