spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ნიკა მელიას გათავისუფლება შესაძლებლობის შემქმნელი ნაბიჯია, რომელიც რეალურს გახდის ეფექტიან მოლაპარაკებას”

ნიკა მელიას გათავისუფლება შესაძლებლობის შემქმნელი ნაბიჯია, რომელიც რეალურს გახდის ეფექტიან მოლაპარაკებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც უნდა იყოს გამოგზავნილი, შეიძლება იყოს კერძო გზებითაც, მაგრამ საჯაროდ – ადმინისტრაციამ უნდა განაცხადოს, რომ თუკი მთავრობა სერიოზულ პოზიციას იკავებს რაიმე შეთანხმებასთან დაკავშირებით, უნდა გაათავისუფლოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული. როგორ შეიძლება შედგეს შეთანხმება, როცა ციხეში გყავს ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერი?

მე არ დავახიასიათებდი ნიკა მელიას გათავისუფლებას, როგორც კომპრომისულ ნაბიჯს. ვიტყოდი, რომ ეს შესაძლებლობის შემქმნელი ნაბიჯია, რომელიც რეალურს გახდის ეფექტიან მოლაპარაკებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის", – განაცხადა იან კელიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები