spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ნიკა მელიას პატიმრობაში ჩატოვების შემდეგ, “ოცნებასთან” საუბარის გაგრძელება საერთოდ ამორალური მგონია!”

ნიკა მელიას პატიმრობაში ჩატოვების და „ოცნების“ ლიდერების განცხადებების შემდეგ, ოპოზიციის "ოცნებასთან" საუბარის გაგრძელება საერთოდ ამორალური მგონია!, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე წერს.

"მოლაპარაკების შირმას ამოფარებული „ქართული ოცნება“ თავისი ბნელი საქმეების კეთებას განაგრძობს. და თუ ეს ყველაფერი ისევ გაუვათ, თუ ჩვენ ამაზეც დავხუჭავთ თვალს, მაშინ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ „ოცნება“ კაპიტულანტურად ჩააბარებს ქვეყანას ნებისმიერს, ვინც მათ ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიას მისცემს. სფერო არ დარჩენილა ქვეყანაში, ეკონომიკა, პანდემია, ნამახვანი, სადაც იგივე მეთოდებით არ მოქმედებდეს „ოცნების“ ხელისუფლება, როგორც დღევანდელ სასამართლოზე;

ფეოდალურ ხანაში აღმოვჩნდით, სადაც ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს; არჩეულია გზა, რომელიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს და საიდანაც შემოტრიალება ურთულესი იქნება. ამ უმსგავსობების პატიება კი, უბრალოდ არ შეიძლება. ეს უკვე საყოველთაო სახალხო საქმე უნდა გახდეს, ამ გადაწყვეტილებების მთავარი მსაჯული კი, ქართველი ხალხი!"- წერს დავით ჭიჭინაძე

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები