spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ობოლაძე – ჩვენი პასუხი უნდა იყოს არა “არა რუსულ კანონს”, არამედ “არა რუსულ ხელისუფლებას”

ჩვენი პასუხი უნდა იყოს არა “არა რუსულ კანონს”, არამედ “არა რუსულ ხელისუფლებას”. მთავარი არის, რომ ხელისუფლება წავიდეს სახლში. დღეს გვაქვს საკითხი, ხელისუფლებას ვცვლით თუ არა,- ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ასეთივე ვითარება იყო გასული წლის მარტის თვეში და მაშინ მოქალაქეებმა კანონის გაწვევით საერთო ეროვნული ერთიანობა აჩვენა.

 

“ფაქტის კონსტანტაციაა ის, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, რაც მოხდა იყო  საერთო ეროვნული წარმატება, საერთო ეროვნული ერთიანობა. ამის შემდეგ ივანიშვილი და ოლიგარქია დაფიქრდა და ამბობს, რომ ესენი არიან ხალხი, ვინც ისწავლეს გამარჯვების გემო. დღეს კი ეს ხელისუფლება გეუბნება, რომ არ დაბადებულხარ იმიტომ, რომ შენს ქვეყანაში იცხოვრო ბედნიერად, ივანიშვილის სიტყვებია – თუ გინდა მეტი, უნდა ადგე და გაფრინდე. დღეს ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი სათქმელია, რომ თქვენ არ ხართ ერი და თქვენ არ შეგიძლიათ სიხარული, გაერთიანება, არ შეგიძლიათ შეცვლა, მაგრამ ის, რაც მოხდა ერთი  წლის წინ, ფაქტობრივად, ქართველმა ხალხმა უთხრათ, რომ არა, ჩვენ ეს შეგვიძლია.

 

ახლა ივანიშვილი ხალხს ეუბნება, მოდი, კიდევ ერთხელ გადავითამაშოთ და ვნახოთ, ვისი აჯობებს – შეიძლება იმიტომ, რომ მეტი წიწაკის სპრეი აქვთ, მაგრამ ამაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს არა “არა რუსულ კანონს”, არამედ “არა რუსულ ხელისუფლებას”. მთავარი არის, რომ ხელისუფლება წავიდეს სახლში. დღეს გვაქვს საკითხი, ხელისუფლებას ვცვლით თუ არა”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები