spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ობოლაძე – დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქუთაისი გადარჩენას და განვითარებას აირჩევს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნების“ ქუთაისის დელეგატობის კანდიდატს ზაზა ლომინაძეს ქალაქის სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით ხუთი კითხვით მიმართავს.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური საკითხების მდივნის ნიკა ობოლაძის თქმით, ქუთაისი გახდა დეპრესიული ქალაქი და ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.

“12 წელია, ქუთაისი მიტოვებული და დასჯილია. რა დააშავა ქუთაისმა, რომ “ქართული ოცნება“ ასე ექცევა? ქუთაისის მოსახლეობა მუდმივად იკლებს, მოსახლეობით საქართველოში ნომერ მეორე ქალაქი ნომერ მეოთხე ქალაქი გახდა, ყველა ოჯახიდან მინიმუმ ერთი ადამიანი ემიგრაციაშია. რას ეუბნება “ოცნება“ ქუთაისელებს, მოსახლეობის მუდმივ შემცირებას უნდა მისცენ ხმა? სააკაშვილის მიერ აშენებული აეროპორტი ჯერ კიდევ 10 წლის წინ უნდა გაფართოებულიყო, დამატებოდა სატვირთო ტერმინალი, განვითარებულიყო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან ერთად და ყოფილი ქუთაისში ინვესტიციების და ტურისტების შემომყვანი. ახლა ის საქართველოდან ემიგრაციის მთავარ პუნქტად გადაიქცა, ამას უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა? დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქუთაისი გადარჩენას და განვითარებას აირჩევს“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის თემურ ცამციშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს ქუთაისი სწორ არჩევანს გააკეთებს და იბრძოლებს განვითარებისთვის.

“ვის უნდა მისცეს ხმა ქუთაისელმა ხალხმა? სააკაშვილის დროს აღდგენილ ბაგრატის ტაძარს თუ ივანიშვილის დროს დანგრეულ გელათს. რას მიუთითებს ბატონი ზაზა ამომრჩევლებს, როდესაც ეუბნება, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუჭირონ მხარი? ქუთაისს, როგორც საპარლამენტო დედაქალაქს, თუ დანგრეულ პარლამენტის შენობას, ქუთაისს როგორც ტურისტულ, ევროპული სტილის სუფთა მოწესრიგებული ქალაქს, თუ მიტოვებულ და დასჯილ ქუთაისს?”, – განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები