ეს არის ბელარუსიზაციის მოხდენის მცდელობა საქართველოში, რაც არ გამოუვათ და როდესაც არ გამოსდით, ასე ყვირიან, ასე იმუქრებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის პროტესტი არ გაჩერდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონი, რომელიც “ოცნებამ” მიიღო, არცერთ ევროპულ ქვეყანაში არაა აღიარებული.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული რუსული კანონის მთავარი შინაარსი და მთავარი მოტივი არის, რომ ებრძოლოს დასავლეთს, რომ გაათანაბროს მტერი და მოყვარე, თქვას რომ დასავლეთი არის მტერი და ამ კანონის შინაარსი არის დასავლეთთან და ევროპასთან ბრძოლა.
არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ეს კანონი არ მოქმედებს მსგავსად, რომელიც ებრძვის თავის თავს, ებრძვის დასავლეთს, ებრძვის დემოკრატიას და ებრძვის დასავლურ ღირებულებებს.
ამიტომ მთავარი განსხვავება ჩვენს კანონს და სხვა კანონებს შორის არის ის, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის მიზანიც არის ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა – ამას ამბობს ივანიშვილიც, ამას ამბობს კობახიძეც და ამას ამბობს ყველა, როდესაც აკეთებს ამ კანონზე კომენტარს.
ეს არის ბელარუსიზაციის მოხდენის მცდელობა საქართველოში, რაც არ გამოუვათ და როდესაც არ გამოსდით, ასე ყვირიან, ასე იმუქრებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის პროტესტი არ გაჩერდება“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.