ეს ვიზიტი ასახავს ჭეშმარიტებას, იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს მიატოვოს საქართველო და მიატოვოს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ქართველი ხალხი რუსული ხელისუფლებისგან თავს დაიხსნის, აშშ-ისგან მხარდაჭერა ექნება.
“ეს ვიზიტი ასახავს ჭეშმარიტებას, იმას რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს მიატოვოს საქართველო და მიატოვოს ქართველი ხალხი.
ჩვენ შეერთებული შტატებიდან გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა თუნდაც MEGOBARI act-ის გათვალისწინებით და ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები გვეუბნება ერთ რამეს – თუ ქართველი ხალხი გააგრძელებს ბრძოლას, გადაარჩენს საკუთარი ქვეყნის დემოკრატიას, თუ ქართველი ხალხი თავს დაიხსნის რუსული ხელისუფლებისგან, ის მიიღებს დიდ ყურადღებას, დიდ მხარდაჭერას და დიდ მეგობრობას ამერიკის შეერთებული შტატებისგან”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე თბილისში შეხვედრებს აგრძელებს. როგორც ცნობილია, დღეს ის პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდება.