spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ობოლაძე – ქვეყანაში, სადაც “ქართულმა ოცნებამ” შავი ფულით გახსნა ოფისი და დეკლარაციაში არ ასახა, რაღაც უწყება ოპოზიციისგან რაღაც დოკუმენტებს ითხოვს

ქვეყანაში, სადაც “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ, 80 მილიონი დოლარის შავი ფულით გახსნა ოფისი და ეს დეკლარაციაში არ ასახა, რაღაც უწყება ოპოზიციისგან რაღაც დოკუმენტებს ითხოვს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის წევრმა” ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს “ერთიანობა” ხალხთან ერთად გაიმარჯვებს.

“ქვეყანაში, სადაც “ქართულმა ოცნებამ”  წინასაარჩევნოდ, 80 მილიონი დოლარის შავი ფულით გახსნა ოფისი და ეს დეკლარაციაში არ ასახა, რაღაც უწყება ოპოზიციისგან რაღაც დოკუმენტებს ითხოვს. ამ ქვეყანაში შავი ფული, არადეკლარირებული შემოსავალი არის მხოლოდ “ქართული ოცნებისგან” და სხვა ყველაფერი არის ყურადღების გადატანის მცდელობა. უკვე ჰელსინკის კომისიამაც თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს შავი ფული და ამ პირობებში “ქართული ოცნების” მტკიცება, რომ, თითქოს ოპოზიციურ პარტიებში რაღაც არ არის კანონის შესაბამისად, ჰგავს რაღაც ფანდს და ამგვარი ფანდები ჩაჰბარდება წარსულს, როცა 26 ოქტომბერს ჩვენ ქართველ ხალხთან ერთიანობით გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების დაფინანსება სრულად ან ნაწილობრივ არ საჯაროვდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები