spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ობოლაძე – საპროტესტო აქციებიდან ვერავინ ვერავის ვერ გარიყავს, რაც მეტი ადამიანი და პარტია დააორგანიზებს პროტესტის გამოხატვას, მით უკეთესი

საპროტესტო აქციებიდან ვერავინ ვერავის ვერ გარიყავს, მაგალითად, “გირჩი-მეტი თავისუფლებისათვის” ისე აორგანიზებს აქციებს, არავის უთანხმებს – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ Front News-ს “ევროპული საქართველოს” და “ტრიბუნას” წევრების კომენტირებისას განუცხადა, რომელთა განცხადებით, კოალიციაში შემავალმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო მოძძაობის საორგანიზაციო საკითხებში არ ჩართეს. 

 

ობოლაძის თქმით, მიესალმება რაც მეტი აქცია დაიგეგმება ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. 

 

“საპროტესტო აქციებიდან ვერავინ ვერავის ვერ გარიყავს, მაგალითად “გირჩი-მეტი თავისუფლებისათვის” ისე აორგანიზებს აქციებს,  რომ არავის უთანხმებს, არ იყენებს სხვა პარტიების რესურსებს, ასეა სამოქალაქო მოძრაობები, მაგალითად, მოძრაობა “სირცხვილია’ და ასე შემდეგ. 
აღმოჩნდა ისე, რომ რიგმა პარტიებმა დააორგანიზეს გარკვეული ტიპის საპროტესტო აქციები, რაც არის ძალიან კარგი, მაგრამ არავის წაურთმევია ვინმესთვის პროტესტის გამოხატვის უფლება. 

 

ზოგადად, რაც მეტი აქცია იქნება და რაც მეტი ადამიანი და პარტია დააორგანიზებს პროტესტის გამოხატვას, მით უკეთესი. ის,  რაც დაანონსა “ნაციონალურმა მოძრაობამ”,  “ლელომ” “გირჩი-მეტი თავისუფლებისათვის” და “დროამ”, ეს არის ჩვენი ორგანიზებული აქცია. მაგრამ მივესალმებით ყველა პროტესტს, რომელიც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვისაა მიმართული, მათ შორის “ევროპულ საქართველოს,  მაგრამ თუ სააკაშვილი ციხეში გარდაიცვლება, რასაც ცდილობს დღეს საქართველოს ხელისუფლება,  ეს შანსი დიდი ხნით მოკვდება.  ამიტომ,  ყველას წარმატებას ვუსურვებ ამ ბრძოლაში,  რომლის შედეგი უნდა იყოს საბოლო ჯამში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები