spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ობოლაძე – საქართველოს შესახებ ითქმება რეალობა, რომ დემოკრატიას ემუქრება ფუნდამენტური საფრთხე

17-18 ოქტომბერს საქართველოს შესახებ ითქმება რეალობა, ამის მოლოდინი გვაქვს და რეალობაა ის, რომ საქართველოში დემოკრატიას ემუქრება ფუნდამენტური საფრთხე, – ამის შესახებ Front News-ს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეკონომიკური საკითხების მდივანმა ნიკა ობოლაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ ებრძვის საქართველოში დემოკრატიის ნარჩენებს და აანონსებს დიქტატურას.

“ფაქტია, რომ “ქართულმა ოცნებამ“ აირჩია საქართველოში დემოკრატიის საბოლოოდ დასამარების გზა, ეს მათ აირჩიეს საჯაროდ და თქვეს, რომ თუ ისინი გაიმარჯვებენ არჩევნებში გააუქმებენ პოლიტიკურ ოპოზიციას, გააუქმებენ არასამთავრობო სექტორს, დახურავენ მედიას და გამოაცხადებენ ამ ქვეყანაში დიქტატურას, ეს მათ საჯაროდ გამოაცხადეს. ამ ფონზე, როდესაც ისინი ებრძვიან საქართველოში დემოკრატიის ნარჩენებს, რაც დარჩა დემოკრატიიდან და, როდესაც აანონსებენ დიქტატურას, გასაგებია, რომ თეორიულად მათ ხელში თუ დარჩება ხელისუფლება, საქართველო აუცილებლად მოექცევა საერთაშორისო იზოლაციის ქვეშ და საქართველოს ეკონომიკა ჩამოიქცევა და ქართველი ხალხი ამით იზარალებს ისევე, როგორც საქართველოს აწმყოც და მომავალიც, ამიტომ გასაგებია, რომ 17-18 ოქტომბერს საქართველოს შესახებ ითქმება რეალობა, ამის მოლოდინი გვაქვს და რეალობაა ის, რომ საქართველოში დემოკრატიას ემუქრება ფუნდამენტალური საფრთხე და ასევე გასაგებია ის, რომ ამ საფრთხიდან თავის დაღწევის შანსი გვაქვს ჩვენ 26 ოქტომბერს. ახლა საქართველოს აქვს გადამწყვეტი მომენტი, ან დაიბრუნებს საკუთარ ქვეყანას და წავა წინ, ან გაქრება საქართველოს სუვერენიტეტი, საქართველოს თავისუფლება და ქვეყნის გაქრობაც. ამიტომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

17-18 ოქტომბერს საქართველოში მიმდინარე  პროცესებს ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები